მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: დიდი სისულელისთვის კვლავ ბოდიშს ვიხდი

პოლიტიკური მოძრაობა გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია

„დიდი სისულელისთვის კვლავ ბოდიშს ვიხდი“ , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პარტიის  ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ დალაგდეს, მხოლოდ ამ განწყობით ვარ. დიდი სისულელისთვის კვლავ ბოდიშს ვიხდი. ავიჭერი, არ ველოდი“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „გირჩში“ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ამასთან, ჯაფარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რჩება „გირჩის“ ლიდერად და არ აპირებს პარტიის დატოვებას.