მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილია მეორე: შევთხოვთ უფალს, მშვიდობა და კეთილდღეობა არ მოაკლოს ამერიკას

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე

კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

უწმინდესის მილოცვის ტექსტს საპატრიარქო ავრცელებს.

„გულითადად გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს და ამასთან დაკავშირებით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენი ქვეყნისადმი იმ თანადგომისადმი, რაც წლებია ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენი სახელმწიფოსთვის.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვიმედოვნებთ, დღეს, როდესაც მსოფლიო საყოველთაო განსაცდელის წინაშე დგას, სწორედ აშშ-სა და რა თქმა უნდა, საერთო ძალისხმევითაც პრობლემები დაიძლევა და ღმერთი მოწყალებისა მოხედავს კაცობრიობას. შევთხოვთ უფალს, მშვიდობა და კეთილდღეობა არ მოაკლოს თქვენს ქვეყანას“,- ნათქვამია ილია მეორე მილოცვაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 244-ე წლის იუბილეს აღნიშნავენ.