მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინაშვილი "ოცნებას": ყველაზე დიდი გოიმობა ასეთი აზროვნებაა

პატრიოტთა ალიანსი

"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში სხდომაზე უმრავლესობის და ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპოზიციის მიმართ მეტი პატივისცემის გამოჩენიკენ მოუწოდა.

"მე მოგიწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობის და ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთისადმი და ბოლო დროს ტერმინოლოგია, რომლითაც ოპოზიციას მოიხსენიებთ, შეცვალოთ. ხან ცირკად მოიხსენიებთ საპარლამენტო დებატებს, ხან პოლიტიკურ მასკარადად, პოლიტიკური კლასის დაყოფა გადაწყვიტეთ გოიმებად და არაგოიმებად, მე ვფიქრობ, ყველაზე დიდი გოიმობა ასეთი აზროვნებაა, და საერთოდ ასეთი მიდგომა", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური სპექტაკლი გრძელდება.

"ვფიქრობ, დღეს პრემიერის პარლამენტში მოსვლა საერთოდ არ იყო საჭირო. ამომწურავად ისაუბრა, იგივე საკითხებზე მიდის მსჯელობა. ახლა ხვალ ჩვენ მოგიწვევთ და კიდევ მოხვალთ? მაგრამ ჩვენ რომ მოგიწვიოთ, არ მოხვალთ, "ნაციონალური მოძრაობა" რომ გიწვევთ, მაშინ უნდა მოხვიდეთ. კარგია, ასე გააგრძელეთ.

პოლიტიკურ სპექტაკლში დიდი ტრაგედიაა ჩადებული- თქვენი თამაშები, მუდმივი დაპირებები სამართლიანობის აღდგენაზე, მერე ერთმანეთთან ჩახუტებები, გარიგება და ქართველი ხალხის გადაგდება. ეს არის თქვენი პროფესია. ვინ გითხრათ, რომ ადამიანებს მარტო პური სჭირდებათ, თუმცა ესეც სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ გადარჩეს ადამიანი. თქვენ ადამიანებს მთავარი რამ დაუკარგეთ და წაართვით, სამართლიანობის რწმენა. ისეთი აბსურდული გარემო, რაც ამ პარლამენტშია დედამიწის ზურგზე არც ერთ პარლამენტში არ მგონია, რომ ასე იყოს. ბადრი ბასიშვილი ზონდერი მიზის წინა სავარძელში და ვითომც არაფერი, რა მოხდა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ოპონენტები ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმის შესახებ უსვამენ კითხვებს.