მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იონათამიშვილი: ენმ და „ევროპული საქართველო“ მომდევნო პარლამენტში ოპოზიციისთვის განკუთვნილ სკამებსაც ვერ დაიკავებენ

სხდომათა დარბაზი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციისთვის განკუთვნილ ადგილსაც ვერ დაიკავებენ.

მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან უპასუხისმგებლობაა, როდესაც ისინი პლენარულ სხდომებს არ ესწრებიან.

„სიმბოლურია, რომ ამ დარბაზში, როდესაც მე-9 მოწვევის დამამთავრებელი სესია მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და “ევროპული საქართველოს“ სკამები ცარიელია. ეს სიმბოლურად განსახიერებს იმასაც, რომ მომდევნო პარლამენტში მათი ადგილი აქ უბრალოდ აღარ იქნება და ამ სკამების დაკავების შესაძლებლობაც აღარ ექნებათ“,- განაცხადა პლენარულ სხდომაზე რატი იონათამიშვილმა.

ბოლო პერიოდში საპარლამენტო ოპოზიცია პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს.