მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იონათამიშვილი: სახალხო დამცველის ანგარიშით დადასტურებულია, რომ 20 ივნისს ღონისძიებები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ქართული ოცნების ოფისში 2019

„ყოველწლიურად დიდი ინტერესით ვეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს, ამჯერად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ეს უფრო მეტად არის პოლიტიკური დოკუმენტი, ვიდრე მხოლოდ უფლებებზე ორიენტირებული“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, საპარლამენტო ფორმატზე გადასვლის შემდგომ, ანგარიშთან დაკავშირებით, აქტიური დისკუსია გაიმართება.

ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ანგარიშით დადასტურებულია ის, რასაც მმართველი გუნდი 2019 წლის 20-21 მოვლენებისას ამბობდა.

„რაც შეეხება ივნისის მოვლენების შეფასებას, რასაც ვამბობდით, ფაქტობრივად, ის მიმართულება დადასტურებულია ამ კვლევითაც, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა ღონისძიებები და მინისტრის მხრიდან, მათ შორის, არ ჰქონდა ბრძანებას ადგილი“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.