მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იოსებ ხახალეიშვილი ფილმს „შინდისის“ ჩვენებას დაესწრო

იოსებ ხახალეიშვილი ფილმის ჩვენებას დაესწრო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძედოკუმენტური ფილმის -"შინდისი" ჩვენებას დაესწრნენ. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფილმში მოთხრობილია 2008 წლის 11 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორია.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ფილმის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები.

ფილმის ჩვენება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების დაცვით გაიმართა.