მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იოსებ ხახალეიშვილმა ახალგაზრდებთან ერთად სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ოცნების მნაჟორიტარ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

იოსებ ხახალეიშვილმა, ახალგაზრდებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

„სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა, ახლა მემორიალთან იმყოფებიან ახალგაზრდები, რომელთაც არასდროს უნახავთ სოხუმი, თუმცა იციან ამ დღის მნიშვნელობა და იციან, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოში მშვიდობიანად უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1993 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

ცნობისთვის, დღეს 27 სექტემბერა სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა.