პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: დავით გარეჯთან მიმართებაში საქართველოს პრეზიდენტს ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია ჰქონდა

საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე
17:48 სამ. 20 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში სახეზეა უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, როდესაც რეალურად საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია და მაშინდელ ხელისუფლებაში ასევე არსებობდა სრული კონსესუსი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პროკურატურისათვის მიცემული ჩვენების კომენტირებისას, სადაც ყოფილი პრემიერი პირდაპირ ადებს ხელს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ე. წ. სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით მათგან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა.

მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარის მონაკვეთები თანხმდებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ის რომ იმალებოდა, ნადგურდებოდა ან ქრებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის კარტოგრაფიული მასალები, იმას, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ღიად აცხადებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში და თუკი ამას დავუმატებთ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას, სადაც ასახულია უშიშროების საბჭოს სხდომაზე არსებული ვითარება და იქ გაჟღერებული დეტალები, დასკვნა არის ძალიან მარტივი.

„ჩვენ სახეზე გვაქვს უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, როდესაც რეალურად საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია და მაშინდელ ხელისუფლებაში ასევე არსებობდა სრული კონსესუსი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი მდებარეობდა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ დღის წესრიგზე და ნამდვილად არ არის გასაკვირი იმ ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​

🔴ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავეს.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...