მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება

ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრონციპით ხვდება

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხორავას, გუდიაშვილისა და გორგასლის ქუჩებზე შეხვდა.

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხორავას, გუდიაშვილისა და გორგასლის ქუჩებზე შეხვდა, მათთან პირისპირ შეხვედრების დადებით მხარეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

,,მომწონს შეხვედრების ეს ფორმატი, ადამიანები უშუალოდ გვიყვებიან საჭიროებებზე. მოსახლეობა კარგად ხედავს, რაც გაკეთდა, ერთად ვმსჯელობთ, რა უნდა გაკეთდეს, გვიყვებიან სურვილებზე, გვაცნობენ ხედვებს. მეც თავისთავად ვეუბნები, რის გაკეთებას ვაპირებ, რა გეგმები მაქვს.

ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, დასრულდა თამარ მეფის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მოწესრიგდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები. ამჟამად მიმდინარეობს ჯანაშიას, ქობულეთის, ხელაიასა და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია.

ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ზუგდიდი განვითარების, კეთილდღეობის, ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხრივ ქვეყანაში სამაგალითო მუნიციპალიტეტად ვაქციოთ” - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.