მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: ეკლესიისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით მიიღება ის გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოების ინტერესებშია

პარლამენტის წევრი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ეკლესიასთან ყოველდღიური კონსულტაციის რეჟიმშია.

"აღდგომამდე დაახლოებით სამი კვირაა. მანამდე ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, ეპიდემიის განვითარებას და იქიდან გამომდინარე თუ როგორი იქნება ეს განვითარება, ჩვენ ვრჩებით ყოველდღიური კონსულტაციების რეჟიმში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეკლესიისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, მიიღება სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ყველაზე მეტად ჩვენი საზოგადოების ინტერესებში. საზოგადოების ინტერესებში არის ის, რომ ეპიდემია არ გავრცელდეს, საფრთხე არ შეექმნას ადამიანების ჯანრმთელობასა და სიცოცხლეს. ასევე, ჩვენი კონსტიტუციური პრინციპია რწმენის თავისუფლება და ესეც უნდა იყოს რეალიზებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ საუკეთესო ბალანსს ამ ინტერესებს შორის. ვფიქრობთ, რომ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შეექმნება და ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ადამიანების რწმენის თავისუფლების რეალიზება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 131 დადასტურებული შემთხვევაა.

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა, შემდეგ კი, ქვეყნის მაშტაბით საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს.