მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მხრიდან მნიშვნელოვანი იყო სოლიდარობის გამოხატვა

უმრავლესობის წევრი

„ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მხრიდან იყო არაერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა საზოგადოების, მოქალაქეების თანადგომას და ჩვენ პირველ ეტაპზე მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.

„ეს არის ერთგვარი სოლიდარობის აქცია, რომელშიც ჩართული არიან პირველ ეტაპზე ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური პირები, მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები, ესენი არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ანუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები პარლამენტში. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი იყო სოლიდარობის გამოხატვა და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება იმ პირთა წრე, რომლებიც ჩაერთვებიან ამ სოლიდარობის აქციაში. ჩვენ გვქონდა მოწოდება დღეს და იმედია ამ მოწოდებას გამოეხმაურებიან ჩვენი პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები. ვფიქრობთ, ეს ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.