მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ზრუნავს ჩვენს მოქალაქეებს, როგორც ქვეყის შიგნით, ისე გარეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, 2020

"სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით იზრუნოს როგორც ქვეყნის შიგნით მცხოვრებ მოქალაქეებზე, ასევე ჩვენს ემიგრანტებზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით აქვს გაწერილი ზუსტი გეგმა როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება და ეს გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება.

დეპუტატის განცხადებით, გათვლილია შესაძლებლობები ყველა მიმართულებით, როგორც ფრენების, ასევე საკარანტინო სივრცეების კუთხით.

"სახელმწიფო დღეს მოქმედებს ამ გეგმის მიხედვით. ხელისუფლება ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე,გარეთ და რაც მთავარია ეს ხდება რაციონალურად სწორი და თანმიმდევრული გეგმის საფუძველზე. კოორდინაცია ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, სწორედ იმისთვის რომ თუკი, არის სადმე რაიმე ხარვეზი მყისიერად აღმოიფხვრას. სწორედ ამიტომ არის სახელისუფლებო გუნდის მუშაობა მაქსიმალურად ეფექტიანი. სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ რაიმე არსებითი ხარვეზი ჩვენ არ გვქონია. კოორდინაცია ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენ ვრეაგირებთ იმ გამოწვევებზე, მათ შორის, ახალ გამოწვევებზე რომელიც ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ვლინდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.