მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციისთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა

საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩვენი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიღება მათემატიკურად ოპოზიციას აწყობს.

"ცვლილებების საფუძველზე ისინი მიიღებენ მეტ მანდატს პარლამენტში, ვიდრე მიიღებდნენ 73/77-ის ფარგლებში. თუმცა, რეალობაა ის, რომ მათვის არჩევნებს აზრი აქვს დაკარგული.

გიორგი რურუა არის საბაბი. მიზეზი არის ის, რომ არჩევნებში ვერ ხედავენ აზრს, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი არის 12%-იანი პარტია, მეორეა 3% პოლიტიკური პარტია. ასეთ პირობებში ბუნებრივია მათთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

2020 წლის საპარლამენტო არჩვნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა 4 ივნისს არის დაგეგმილი.