პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია

პარლამენტის წევრი 2020
13:53 29.09
დაკოპირებულია

„მნიშვნელოვანია, რომ სრულად დავინახოთ სურათი, თუ რა ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა „ქართული ოცნების“ გუნდის მეთაურობით და დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბრის შემდეგ ეს წარმატებული გზა გაგრძელდება“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია, კომფორტულად გრძნობს თავს და აქვს სერიოზული მხარდაჭერა ხელისუფლებისგან.

ირაკლი მეზურნიშვილმა სტატისტიკური მონაცემებით და კონკრეტული ციფრებით უპასუხა ოპოზიციის დეზინფორმაციას ეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით.

„საარჩევნო პერიოდია და მოდის ცილისწამების ძალიან დიდი ტალღა ჩვენი გუნდის მიმართულებით განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, და ამას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. მე მინდა რამდენიმე ციფრი მოგაწოდოთ.

შედარებითია ყველაფერი და ჩვენ აუცილებლად უნდა შევადაროთ თუ რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე და რამდენად შეიცვალა მდგომარეობა რადიკალურად ეკონომიკაში. ე.წ. „იაფი ფული“,-რომელზეც მიდის ხოლმე ვიდეორგოლებით ქილიკი და უნდათ როგორღაც დააკნინონ ეს სიტყვა, ყველამ კარგად ვიცით რას ნიშნავს „იაფი ფული“ და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ციფრები.

84 ათასზე მეტი ბენეფიციარი არის ამ პროგრამით, ვინც მიიღო ამის შესაძლებლობა. ჯამური ინვესტიცია კი 4,3 მილიარდ ლარს უტოლდება. ასევე ახალი საწარმოების რაოდენობა ჯამურად არის 566. ეს არ არის ვირტუალური საწარმოები, ყველა საწარმოს აქვს თავისი მისამართი და ყავს ადამიანები დასაქმებული და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის.

რაც შეეხება მოქმედ ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობას, გაიზარდა 55 ათასით და მათი ჯამური ბრუნვა გაზრდილია 2,5-ჯერ, 108-მილიარდ ლარამდე.

ექსპორტთან მიმართებაში არის ძალიან მნიშნელოვანი ცვლილება, სოფლის მეურნეობა გახსოვთ როგორი ჩაგდებული იყო 2012 წლამდე, რადგან წინა ხელისუფლების დროს აბსოლუტურად არ იყო სოფლის მეურნეობა სტრატეგიულ მიმართულებაში და ამას არავინ აქცევდა ყურადღებას.

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 75 პროცენტით და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შემცირებულია 53 პროცენტით. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული შედეგი გვაქვს ამ მიმართულებით და ცხადია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და რაც შეიძლება მეტი საწარმო, მეტი წარმოება გავაჩინოთ ჩვენს ქვეყანაში. ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია და საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწევთ სასურველ შედეგს, მას შემდეგ, რაც დავძლევთ იმ კრიზისულ ვითარებას, რაც პანდემიიდან არის გამოწვეული“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.​

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული...
00:08
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში 4 ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. საკეისრო კვე...
00:01
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ანა აკოპიანის განცხადებით, ყარაბაღის ომში ქალთა რაზმიც მიიღებს მო...
23:46 26.10
„აზერბაიჯანი ჰუმანიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობს და მზადაა დაღუპული სამხედროების ცხედრები სომხეთს...
23:04 26.10
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცი...
22:41 26.10
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომ...
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დარეჯან დედოფლი...
ვლადიმერ ბორცვაძე: ეს არის მიზანმიმართულ...
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართული ბრიფინ...
იოსებ ხახალეიშვილი: წარმატების მისაღწევა...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახ...