მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი სესიაშვილი: გუშინ ბატონმა ბაქრაძემ ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა 14 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა, განაცხადა, რომ ბაქრაძემ ქვეყნის ღალატს კომპრომისი დაარქვა.

სესიაშვილს ბაქრაძესისგან აინტერესებს, რა კომპრომისს უწოდებს ადამიანების წამებას, ქონების ჩამორთმევასა და მედიაზე ზეწოლას?

„გუშინ ბატონმა ბაქრაძემ ღალატს, ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი. ბატონი ბაქრაძე გვიმტკიცებდა, რომ თურმე საერთაშორისო სამართლით დადგენილი ფაქტისთვის, ოკუპაციისთვის, ოკუპაციის აღიარებისთვის საჭირო გახდა იმის ჩაწერა ამ რევოლუციაში, რომ ჩვენმა სამხედროებმა ცხინვალი დაბომბეს. ეს არის მათი კომპრომისი. ჰკითხეთ ბაქრაძეს, რა კომპრომისს უწოდებს ადამიანების წამებას, ქონებების ჩამორთმევას, მედიის ფეხქვეშ გათელვას. ალბათ, აქაც აქვთ პასუხი, რომ ესეც გარკვეული კომპრომისი იყო. მათი კომპრომისის ადგილი მომავალში არ არის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.