მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი სესიაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მხრიდან უანგარო ქველმოქმედება სიახლე არაა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან 2019

"საპარლამენტო უმრავლესობა შესაბამისი დარგების მიხედვით აქტიურად არის ჩართული Covid-19 თან ბრძოლაში. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მთავრობის წევრებთან. ვმსჯელობთ იმ მთავარ გამოწვევებზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ასევე ვმხჯელობთ ეკონომიკურ საკითხებზე, როგორი უნდა იყოს პოსტეპიდემიური საქართველო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

მან ბიძინა ივანიშვილის ოჯახს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 მილიონის ჩარიცხვის გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან ქველმოქმედება სიახლეს არ წარმოადგენს.

"ფონდმა "ქართუმ" თავიდანვე გააკეთა განაცხადი, რომ ეპიდემიის პროცესში იქნება მუდმივ მზაობაში, საჭირო თანხა მიმართოს და მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს. პრემიერმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ ფონდი "ქართუ" და ივანიშვილების ოჯახი ერთგვარად დაზღვევა არისო და ეს ასეცაა.

ჩვენ მოვუწოდოთ მსოფლიოში იმ წარმატებულ ქართველებს, ვინც თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი ბიზნესი განახორციელა. მათაც შეუძლიათ ჩაერთონ ამ აქციაში. დღეს არის ვითარება, როცა ერთი მხრივ, ვებრძვით ეპიდემიას მთელ მსოფლიოსთან ერთად. მეორე არის ის, რომ რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, მოკლე ვადებში შევძლოთ ეკონომიკის აღორძინება და განვითარება. ამ პრობლემამ შეიძლება ჩვენ კიდევ უფრო მეტად გაგვიხსნას კარი, რომ სხვა დონის შესაძლებლობებზე გადავიდეთ. ჩვენი ქვეყნის იმიჯმა ძალიან იმატა საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამას უნდა მივაბათ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა პოსტეპიდემიურ ცხოვრებაში და შესაძლოა, სულ სხვა განზომილებაში გავიდეთ. ამ ვითარებაში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სტრატეგიული კომუნიკაცია როგორც საკუთარ მოსახლეობასთან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.