მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა აქვს

კახა კალაძე თერჯოლაში

„ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი, არსებულ პოლიტიკურ სივრცეში ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა და არსებული გამოწვევების გადაჭრის რეალური რესურსი და უნარი აქვს",- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თერჯოლაში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის და მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ხელისუფლების ეფექტიანობა კორონავირუსის პანდემიის დროს უკეთ გამოჩნდა.

„ეს კარგად გამოჩნდა კორონავირუსის პირობებში, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის დროსაც, როდესაც საქართველომ ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებზე უფრო წარმატებით მოახერხა ვირუსის პირველი ტალღასთან გამკლავება და მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.

ამასთან ერთად, ხელისუფლებამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაეხმარა როგორც ეკონომიკურ სუბიექტებს, ასევე რიგით მოქალაქეებსა და განსაკუთრებით იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებსაც კრიზისის პირობებში სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალიხმევით, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.