მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: ოპოზიციასთან საბოლოო ჯამში შეთანხმება მიღწეული იქნება

კახა კალაძე ოცნების ოფისში ბრიფინგზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციურ სპექტრთან საბოლოო შეთანხმება მიღწეული იქნება. 

კალაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებშიც აზრთა დიდი სხვადასხვაობაა.

„ოპოზიციურ პარტიებშიც არის აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობს ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად და შესაბამისად გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული.

ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს მოლაპარაკებების, რომელიც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით ხორციელდება. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში გარკვეული შეთანხმება იქნება მიღწეული, - აღნიშნა კალაძემ.

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. ლიდერები მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე მსჯელობენ.

👉 შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარს აცხადებენ.

👉 ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, პარლამენტში შესვლის თაობაზე მოლაპარაკება აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს.

👉 მხარეებს შორის დიალოგის ორი რაუნდი უკვე შედგა.