მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას

კახა კალაძე ნინოწმინდაში

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ნაძალადევის რაიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ მიხელ ყაველაშვილის მხარდასაჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის.

„მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას, ადამიანს რომელიც დედაქალაქის ყველა პროექტის განხორციელებაში, დაფინანსებაში, ბიუჯეტის მხარდაჭერაში არის თბილისის და თბილისელების გვერდით“,- განაცხადა კახა კალაძემ.