მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: ვუსურვებ ამერიკელ ხალხს წარმატებას, მშვიდობას და სტაბილურობას

თბილისი მერი ბრიფინგზე 2020

თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვის ტექსტი მან სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნდა.

„ვულოცავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს!

ეს დღე მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიის პრინციპები.

ფასდაუდებელია ის მხარდაჭერა, რასაც ამერიკა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, დემოკრატიის, ეკონომიკის განვითარების კუთხით უწევს.

ვუსურვებ ამერიკელ ხალხს წარმატებას, მშვიდობას და სტაბილურობას!

ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“,- წერს თბილისის მერი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 244-ე წლის იუბილეს აღნიშნავენ.