მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა: დიდი ბრიტანეთისგან ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს სხვადასხვა ფორმატებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წელი

„ჩვენ კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ იმ სხვადასხვა საკითხზე, რომლის გარშემოც ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ამ მიმართულებით დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატებში“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კუჭავას განცხადებით, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეშვიდე რაუნდი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაიმართა როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე და დიალოგში ჩართული იყო როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო ხშირი იყოს მსგავსი კომუნიკაცია და საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები.

„არის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო. ამ მხრივაც ჩვენ ვიცით რომ ძალიან დიდია დიდი ბრიტანეთის დახმარება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრეგსითი საბოლოოდ განხორციელდა, გაფორმდა და ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვართ, ვინც მოვაწერეთ ხელი დიდ ბრიტანეთთან პოსტ-ბრეგსით თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო ხშირი იყოს ასეთი კომუნიკაცია და საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენ ეს ურთიერთობები. ჩვენი ელჩი დიდ ბრიტანეთში, სოფიო ქაცარავა გახლავთ ის ადამიანი, ვისაც ძალიან კარგად ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რომელიც პარლამენტებს შორის არსებობდა და კიდევ უნდა გაძლიერდეს.

ასევე ახალ ელჩს დიდი ბრიტანეთის საქართველოში, რომელთანაც უკვე მქონდა შეხვედრა, ძალიან საინტერესო გეგმები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობებს“,-განაცხადა კახა კუჭავამ.​