მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა: საქართველოს ამბიციური გეგმა აქვს

კახა კუჭავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს დემოკრატიის კიდევ უფრო გამყარებასთან დაკავშირებით საინტერესო და ამბიციური გეგმები აქვს.

„ევროინტეგრაციისკენ სვლას, რომელიც გრძელვადიანი პერიოდია, საკმაოდ წარმატებით მივყვებით. იყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი.

მზად ვართ დამატებითი რეფორმების ნაწილი, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მუშავდება, გავატაროთ და კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი სახელმწიფოს ბრძოლა კორუფციასთან.

რეიტინგებიც რომ ავიღოთ, ძალიან ბაევრ ქვეყანას ვუსწრებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სასურველი შედეგი და გვინდა, ყველაფერში მაქსიმალურად ვიყოთ მიახლოებული პირველობასთან“,- განაცხადა კახა კუჭავამ „იმედის“ ეთერში.