მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე ბანკზე თავდასხმის საკითხზე: პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავეთ

ზონალური პარკირება

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის საკითხზე განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

„მძიმე თემა იყო ის, რაც მოხდა. თუმცა, ყველაზე მთავარია, მძევლები სახლში ისე დაბრუდნენ, რომ თმის ღერი არ ჩამოვარდნიათ. ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება ყველაზე მთავარია. რაც შეეხება დაკავებას, ვიცით, რომ მიმდინარეობს ღონისძიებები, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. მინდა, პოლიტიკოსებს ვთხოვო, პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ. შესაძლებლობა მივცეთ შესაბამის უწყებებს, დამნაშავე რაც შეიძლება მალე დააკავონ“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.