მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საეკლესიო პირებს ილოცონ ჩვენი ქვეყნისთვის

თბილისის მთავრობის სხდომა

"მინდა ვთხოვო მამებს, მეუფეებს, მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მრევლსა და ბერს ისე სჭირდება ერთიანობა როგორც არასდროს. ამასთან კალაძემ საქართველოს ძლიერებაში ეკლესის მიერ შეტანილ წვლილს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის ქვეყნის ინტერესების მხარეს დგას.

"ქართული ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მამებს, მეუფეებს მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს ისე როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, ეკლესია კი ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე", - განაცხადა კახა კალაძემ, "რუსთავის 2"-ის პირდაპირ ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, ამ დრომდე ინფიცირებულთა 110 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა.