პოლიტიკა

კალაძე: ნუ შეეგუებით დეზინფორმაციას, რადგან დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას

კახა კალაძე თბილისის მერი
22:32 09.07
დაკოპირებულია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ.

მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაავრცელეს.

აქვე, კალაძე ამბობს, რომ აღნიშნული ვიდეომიმართვები არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ. 

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლა არის ის გზა და საშუალება, რისი გამოყენების უფლება და მეტიც, ვალდებულება გვაქვს ჩვენი მოსახლეობის წინაშე. რამდენიმე დღე ვაკვირდებოდით და განსაკუთრებულად აქტიურია სიცრუის  ნაკადები იმ მიმართულებით, რომელ სფეროებშიც ან პოზიტივია მოსათხრობი, ან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაქვს გადადგმული. ზოგადად, დეზინფორმაცია არა მარტო პოლიტიკური ხასიათის  მატარებელია, ანუ არა მხოლოდ პოლიტიკურ, გლობალურ თემებს ეხება, არამედ ყოველდღიურობის დეტალებში, წვრილმანებშიც კი არის მიმოფანტული“, - თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მიზანმიმართულ ტყუილს, რომელიც საბოლოო ჯამში, მოსახლეობას აზარალებს, არ შეეგუება. 

„ტყუილით მავნებლობა  წერტილოვანი დარტყმებივითაა. უფრო კარგი შედარება რომ გავაკეთო, მეტასტაზებს შევადარებდი - პატარა  და  დიდ  თემებს ხან იქ  შეეხებიან, ხან აქ, ხან მუნიციპალიტეტების დონეზე, ხან ქვეყნის, ხან რომელიმე ჩინოვნიკის, ხან პოლიტიკოსის, ხან სოციალურ და ხანაც ინფრასტრუქტურულ თემებზე მიდის კონკრეტული სიცრუის ტირაჟირება. რასაკვირველია, შეცდომა ყველას მოსდის და ამისგან დაზღვეული არავინაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჯანსაღ კრიტიკას, ობიექტურობას, შეცდომებზე მითითებას, გამოსავლის გზების ძიებას, მაგრამ არ და ვერ შევურიგდებით მიზანმიმართულ ტყუილს, ე.წ. ფეიკნიუსებს, რომელიც საბოლოოდ აზარალებს ჩვენს ქალაქს, აზარალებს ჩვენს მოსახლეობას და ზოგადად, ქვეყანას“, -  აღნიშნა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის განმარტებით, ვიდეომიმართვა ხორციელდება „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით, რომელიც საბიუჯეტო ხარჯებთან არ არის დაკავშირებული.  

„საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში და ყოველთვის ვცდილობ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას ყველა იმ პროექტსა და სამუშაოებზე, რომელიც ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. ასევე, არ ვერიდებით და ღიად ვსაუბრობთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც საკმაოდ ბევრია ქალაქში თავმოყრილი. საბედნიეროდ, სოციალური ქსელები იძლევა „ფეიკნიუსებთან“ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას. ჩვენ ამას ვიყენებთ და აუცილებლად გამოვიყენებთ მომავალშიც. როგორც წინა ვიდეომიმართვაში, ამჯერადაც ყოველგვარი ხმაურიანი და სკანდალური განცხადებების, შეურაცხყოფის მიყენების გარეშე, გაჩვენებთ მხოლოდ ფაქტებს, რომელიც დაუმალეს მაყურებელს და ჰქონდათ მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ვფიქრობ, სიმართლე ერთადერთია, რომელსაც შეუძლია თავისი სახელი დაარქვას ყველაფერს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობთ მომავალზე, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე, ხვალინდელ უკეთეს დღეზე - ნუ შეეგუებით დეზინფორმაციას, რადგან დუმილი, სიცრუე, დეზინფორმაცია, ტყუილი ასაზრდოებს ბოროტებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა აქვე, ფალსიფიცირებული ინფორმაციის რამდენიმე ფაქტი წარმოადგინა და განაცხადა, რომ მედიით გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.

დახმარება ბავშვებს

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღ...

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს...
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდეს...
00:01
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართ...
23:55 14.08
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრა...
23:54 14.08
„ეს არის კუთხე და მუნიციპალიტეტი, რომლის მაჟორიტარობაც გასული ოთხი წლის განმავლობაში იყო და არის ჩემ...
23:41 14.08
ქართული ოცნების ლიდერები ჩუმლაყში „ქართული ოცნების” ლიდერებმა ჩუმლაყში სამაცივრ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართ...
ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ამოცანაა, „ნ...
„ჩვენ ყველამ ერთად ურთულესი არჩევნები გამოვიარეთ 2012 წლის ოქტომბერში. თქვენი თა...
18:41 14.08
შენჯენში კოვიდინფიცირების ფაქტის დაფიქსი...
შენჯენში კოვიდინფიცირების ფაქტის დაფიქსირების გამო სავაჭრო მოლი დაიხურა. 200 ადა...
თამაზ გაიაშვილმა „ლელოში“ საქმიანობა დას...
ავიაკომპანია „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი, თამაზ გაი...