პოლიტიკა

კალაძე: საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, წინსვლასა და აღმშენებლობას

კახა კალაძე ბათუმში სტადიონზე
21:16 სამ. 27 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას. ის,რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, ყოველდღიური საქმიანობით, კეთდება ამათთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის. ყველაფერი კეთდება ჩვენი ქვეყნისთვის და გამარჯვებისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბათუმის სტადიონის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სტადიონის გახსნის ღონისძიება სხვანაირად იგეგმებოდა, თუმცა პანდემიით გამოწვეულმა მდგომარეობამ ამას ხელი შეუშალა.

„როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ყოფილი ფეხბურთელი, მინდა, შევუერთდე ამ მილოცვებს. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში, ასეთი მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამას დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა, ქართველი გულშემატკივარი. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც სტადიონი დაანგრიეს. ამ წლების განმავლობაში იყო მოლოდინი, რომ ის ოდესმე გაკეთდებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ის, რაც გაკეთდა, ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და ეს ყველაფერი მისასალმებელია. მინდა, ბათუმის დინამოს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს, ყველას, ვისაც მოუწევს ამ შესანიშნავ სტადიონზე თამაში, წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა პირობა მისცა ბათუმელებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურების სტადიონზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები გამართავენ ამხანაგურ შეხვედრას.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი 2006 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. ბათუმის ბულვარში არსებული სტადიონის დანგრევის შემდეგ, ქალაქში მსგავსი მასშტაბის სტადიონი აღარ აშენებულა. მოედნის არარსებობის გამო, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოს“ ვარჯიშების და შეჯიბრებების ჩატარება ძალიან რთულ პირობებში უწევდა.

ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ანაგმა“ შეასრულა. პროექტის განხორციელების პერიოდში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების და გახმოვანების სისტემებით აღიჭურვა. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც ჩატარებული მატჩების შესაბამისად, სხვადასხვა ფერით განათდება.

საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა ხორუმის მოტივებზე აშენდა. ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები, მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს. ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გარდა სპორტული აქტივობებისა, აქ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც გაიმართება.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...