მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქანთარია: ვირუსი თუ აფეთქდა, პარტიებსაც წაიღებს, პოლიტიკასაც, მერე გვიანი იქნება თითზე კბენა

ქართული ოცნების წევრი, 2020

„ეს ვირუსი თუ აფეთქდა, პარტიებსაც წაიღებს, პოლიტიკასაც, და მერე ძალიან გვიანი იქნება თითზე კბენანი“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც შეზღუდვების გახანგრძლივებაზე კანონპროექტს განიხილავენ.

ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ მთავრობას შეზღუდვების დაწესებაზე უფლებამოსილება მთელი პანდემიის პირობებში უნდა ჰქონდეს.

„ვხედავთ რა სიტუაციაა ამ რეგიონში, გამოვიყურებით მართლაც გამორჩეულად, ეს მოიტანა ამ სიფრთხილემ. ახლა თუ ვამბობთ, რომ ეს არის უხილავი მტერი, რომელიც როდის დაგვესხმება თავს, არ ვიცით, თოფი უნდა იყოს გატენილი და მერე არ უნდა დაიწყო ტყვიის ძებნა. თავის დაზღვევა ამ შემთხვევაში აუცილებელია.

ეს შეზღუდვები არა რამდენიმე თვით, არამედ პანდემიის მდგომარეობამდე უნდა გაგრძელდეს. შეიძლება 2 თვეში გაქრეს ვირუსი და იანვრამდე რატომ უნდა იყოს, ან პირიქით“,- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმადაც პანდემიის პირობებში მთავრობას შეზღუდვების დაწესებაზე უბლებამოსილება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

მთავრობას პარლამენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება 15 ივლისს ეწურება.