მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კაპანაძე ევროკავშირის წარმომადგენლებზე: პატივს ვცემთ მათ მოსაზრებებს, მაგრამ ქვეყნის მომავალის წინაშე პასუხისმგებლობა ჩვენზეა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები აწვდიან საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ არ ხდება ინსტიტუტების გამოყენება ისე, როგორც მათ სურთ.

კაპანაძის თქმით, ოპოზიციამ გამოიყენა ეს ინსტიტუტები, თუმცა ინსტიტუტების მხრიდან რეაქცია იყო სრული უგულებელყოფა და არცერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

„ჩვენ ვიცნობთ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებას, ვიცნობთ სხვა პარტნიორების შეშფოთებასაც იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება.

გვესმის მათი წუხილი იმ კრიზისის გამო, რაც ქვეყანაშია შექმნილი და მთელი ეს პერიოდი მათ ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რატომ არ ხდება ინსტიტუტების ისე გამოყენება, როგორც მათ უნდათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ამ ინსტიტუტებს ვიყენებთ, მაგრამ რეაქცია ინსტიტუტების მხრიდან არის სრული უგულებელყოფა.

არცერთი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული, არცერთი მოთხოვნა პრაქტიკულად გადათვლასა და გაუქმებასთან დაკავშირებით არ იქნა დაკმაყოფილებული, აქედან გამომდინარე, ამ რეალობაში, როდესაც სრულიად ცალსახაა, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ოპოზიციის მხრიდან, მათი კონკრეტული მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ მოხდება, ანუ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ პარლამენტში შევიდეთ. პატივს ვცემთ მათ მოსაზრებებს, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ამ ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა არის ჩვენზე,“ - განაცხადა კაპანაძემ.

👉ინფორმაციისთვის, 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

👉„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ. ამასთან, კობახიძის თქმით, მომავალ პარლამენტში მმართველ გუნდს 90 დეპუტატი ეყოლება.