მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კაპანაძე: "ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით დაინტერესებულია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

"ევროპული საქართველო" დაინტერესებულია, რომ 120/30-ზე საკონსტიტუციო ცვლილბები მიღებული იქნას", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

კაპანაძის თქმით, მნიშნელოვანია ორ მხარეს შორის მიღებული შეთანხმება შესრულდეს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ "ევროპული საქართველოს" მხრიდან შეთანხმების შესრულების შემდგომ ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა.

"ჩვენ შესაბამისად ყველა პროცესში მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ იმისთვის რომ ამ პროცესში ამ ცვლილბების მხარდაჭერა მოხდეს აუცილებელია 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს. ახლა მნიშნელოვანია საკითხია გიორგი რურუა გათავისუფლდეს და 8 მარტის შეთანხმებით, პოლიტიკური პატიმრების ნაწილი იყოს ბოლომდე მიყვანილი. ამის შემდეგ პროცესს ჩვენი მხარდაჭერა ექნება", - აღნიშნა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.