მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კაპანაძე NDI-ს კვლევაზე: მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ცვლილებები უნდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს, 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ მოსახლეობას ცვლილებები უნდა.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ კვლევაში გარკვეული მეთოდოლოგიური პრობლემა იყო, რადგან დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩეველი.

„შესაბამისად ძალიან ძნელია რაიმე დასკვნა გააკეთო პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით. თუმცა ის ინფორმაცია, რაც არის ხელმისაწვდომი, საინტერესო ანალიზის საშუალებას გვაძლევს. პირველი რაც ჩანს ამ კვლევაში არის ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უნდა ცვლილებები. მოსახლეობის 60-65% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება ან ერთ ადგილზე დგას. უმწვავესი ეკონომიკური კრიზისია და ამ ადამიანების მოლოდინია, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ძალიან ნათელია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს აღელვებს გაჭირვება, სიღარიბე, ეკონომიკური პრობლემები, მაღალი ფასები და ასე შემდეგ“, - განაცხადა „მთავარის“ ეთერში სერგი კაპანაძემ.

ინფორმაციისთვის, NDI -ს კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 88% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას.