მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კაპანაძე: სააკაშვილს წარსულში უნდა დაბრუნება, სადაც ერთპიროვნული ძალაუფლება ჰქონდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას აფასებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს წარსულში უნდა დაბრუნდება, სადაც ერთპიროვნულად და ერთპარტიულად იღებდა გადაწყვეტილებას.

„როგორც ჩანს სააკაშვილს არ უნდა ცვლილებები და უნდა წარსულის დაბრუნება, რომელშიც თვითონ ჰქონდა ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლება. სწორედ ამას ნიშნავს მისი განცხადება, რომ არ უნდა კოალიცია. ამიტომ, არჩევანი რეალურად არის ძალიან მარტივი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებსა და ჯგუფებს განცხადებით მიმართა.

„არჩვენებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური“, - აცხადებს სააკაშვილი.