პოლიტიკა

„ქართული ოცნების” ლიდერებმა ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს

ქართული ოცნების ლიდერები ჩუმლაყში
23:32 14.08
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ, სადაც სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ხილის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ და მეურნეობაში დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა გლეხმა და ფერმერმა, საკუთარი მოყვანილი პროდუქციის ჩაბარება შეუფერხებლად შეძლოს.

სოფელ ჩუმლაყში არსებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. მასში 1 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელდა, საიდანაც 800 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. აღსანიშნავია, რომ სამაცივრე მეურნეობაში 450 ტონა სხვადასხვა სახეობის ხილის შენახვაა შესაძლებელი.

სამაცივრე მეურნეობაში სეზონზე დასაქმებულია 150-დან 350-მდე ადამიანი.


სომხეთ-აზერბაიჯანის ომი განახლდა - ახალი ამბები

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ჩვენთვის გასაგები იყო, დიახ, ჩვენ ომს ველოდით“, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რ...
23:31 27.09
სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ზუგდიდის შალვა დ...
23:04 27.09
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორე თავის წერილში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდ...
22:25 27.09
„აზერბაიჯანულმა მხარემ თითქმის 200 ადამიანის დანაკარგი განიცადა“, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის...
22:11 27.09
საფრანგეთის პრეზიდენტი 2020 მაკრონი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე:...
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის შორის მთიანი ყა...
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლი...
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გარდა სამხედრო კონფლიქტისა, აქტიური კიბერ ომიც მიმ...
Report.az: ქართველი სომხები ხელს უწყობენ...
თბილისში მოქმედებს აიარტუნის სომხური კულტურის, განმანათლებლობისა და ახალგაზრდობი...
19:07 27.09
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა...
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' აბაშის, მარტვილის, ჩხორ...