მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გურჯაანში ღვინის მარანი მოინახულეს

ქართული ოცნების ლიდერებმა ღვინის მარანი მოინახულეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს მარნის მფლობელმა შალვა ხეცურიანმა უმასპინძლა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიასა და პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით ესაუბრა. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ხელისუფლებისთვის მეღვინეობა-მევენახეობის განვითარება პრიორიტეტულია და ხაზი გაუსვეს ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელობას.

ხეცურიანის ღვინის მარანი წელიწადში 120 000 ბოთლს ღვინოს აწარმოებს. ღვინო ექსპორტზე გადის ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთსა და რუსეთში. ხეცურიანის ღვინის მარანში 70 ადამიანია დასაქმებული.



Attachments area