მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსად ირაკლი კობახიძე დაინიშნა

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი

პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომაზე მიიღეს, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა და პარტიის წევრებმა არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.