მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კელი დეგნანი მესტიას ეწვია

კელი დეგნანი მესტიაში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მესტიას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„მისი ერთ-ერთი გამორჩეული ვიზიტი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო. აქ ელჩი გაეცნო მუზეუმის შთამბეჭდავ კოლექციას, რომლის შენარჩუნება და დაცვა აშშ-ის მთავრობამ 2009 წელს დააფინანსა. ელჩმა ისიამოვნა ზურულდზე საბაგიროთი ასვლით, სადაც კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები დახვდა. მოგზაურობისას ელჩს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანს, რომელიც საქართველოში ერთადერთი ქალი გუბერნატორის მოადგილეა“,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.