მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კელი დეგნანი: ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას

აშშ-ის საგანგებო ელჩი საქართველოში

„ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა აშშ-ის საელჩოსთან ინტერვიუში განაცხადა.

კელი დეგნანის განცხადებით, ისეთი პოლიტიკური კანდიდატების ხილვა სურს, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმის ახსნაზე, როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს.

ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესი იყოს უსაფრთხო და სანდო, რომ ხალხმა არჩევნები ლეგიტიმურად მიიჩნიოს.

ამასთან, კელი დეგნანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არჩევნებში ამომრჩევლის დაშინების ადგილი არ არის.

„მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებისა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მე მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებვი 31 ოქტომბერს გაიმართება.