მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქეთევან ციხელაშვილი: ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, დავიცავ ჩემი ხალხის ინტერესებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

"მე ახლაც ყოველდღე მთელი ენერგიით და მომავალშიც ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო დავიცავ ჩემი სამშობლოს, ჩემი სახელმწიფოს და ჩემი ხალხის ინტერესებს",- ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიაში მისი ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ის 15 ივნისამდე მინისტრის პოსტზე საქმიანობას ჩვეულებრივ გააგრძელებს.

"15 ივნისიდან ნამდვილად არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ მე გავაგრძელო საქმიანობა როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოს მისიაში, ასევე ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში, რომელიც არის ძალიან საპატიო, ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან კომპლექსური მანდატი. თუმცა, 15 ივნისამდე მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას როგორც სახელმწიფო მინისტრი, ახლაც ვიმყოფები ოძისში და ვაპირებთ ძალიან აქტიური კამპანიის ჩატარებას გამყოფი ხაზების სრულ პერიმეტრზე, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ჰუმანიტარული სხვადასხვა პაკეტით და არა მხოლოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც COVID-19-ის ფონზე არ წყდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბორდერიზაცია",- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.