პოლიტიკა

ხატია წილოსანმა სურსათის შეუფერხებელი მიწოდების საკითხები ონლაინ გამართულ შეხვედრაზე განიხილა

წილოსანი ონლაინ შეხვედრაზე
12:16 29.05
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების საკითხები ონლაინ გამართულ შეხვედრაზე მონაწილე მხარეებთან ერთად განიხილა. 

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ხატია წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ სურსათის მარაგების კონტროლის და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

"ხაზგასმით აღინიშნა ხორბლის მარაგების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან ფერმერები მნიშვნელოვან მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით იღებენ.  შეხვედრაში, რომელის ორგანიზატორი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იყო, მონაწილეობდნენ FAO-ს ასისტენტ გენერალური დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენელი ვლადიმერ რახმანინი, FAO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენელის მოადგილე რაიმუნდ იელე, FAO-ს  ეკონომიკური და სოციალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი  მასიმო ტორერო, ხორვატიის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტუგომირ მაჯდაკი, სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არმან ხოჯოიანი,  უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტარას კაჩკა და კოპა კოჯეკას ვიცეპრეზიდენტი პაოლო გუეირა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

FAO-ს  რეგიონულმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ რახმანინმა პანდემიის შემდგომ პერიოდში  სოფლის მეურნეობაში ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ელექტრონული პლატფორმების დანერგვაზე გაამახვილა ყურადღება.

სალომე ზურაბიშვილი ჯვრით

სალომე ზურაბიშვილი: რელიგიურ ტურიზმს უნდ...

„რელიგიურ ტურიზმს უნდა მივხედოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე...
საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის,...
13:44
2020 წლის 30 ივლისს, Startup Connect ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგ...
13:26
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირ...
13:25
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს ვებინარს თემაზე: „ინკლუზია და...
13:21
პროკურატურის ლოგო 2 განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუა...
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუ...
ტრამპმა ჰონკონგს სავაჭრო შეღავათები გაუუ...
ტრამპის გადაწყვეტილებით შეერთებულ შტატებსა და ჰონკონგს შორის სპეციალურმა გამარტი...
თბილისის მერი კულტურის სფეროს დაფინანსებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზრდება....
პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაც...
იდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გაეშვა....