მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"დააყენე ერთი ადგილი" - ლევან გოგიჩაიშვილის და რომან კაკულიას დაპირისპირება

რომან კაკულია და ლევან გოგიჩაიშვილი

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავრობის მიერ ინიცირებულ "აზარტული თამაშების შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ, ერთმანეთს კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ.

ლევან გოგიჩაიშვილმა აზარტულ თამაშებზე მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის გადადება გააპროტესტა.

"18 დეკემბერს არის დარეგისტრირებული ჩემი კანონპროექტი, რომელიც გადადეთ შემდგომი არჩევნებისთვის. მთავრობა არეგისტრირებს კანონპროექტს და თქვენ ამას იხილავთ დაჩქარებული წესით. უბრალოდ მაინტერესებს რა მიდგომაა, რა სტანდარტს აჩვენებს დღეს "ქართული ოცნება"? ამით რას ამბობთ, ძაან მაგრები ხართ, რომ გადამიგრიხეთ ხელები, შეაპარეთ, გამოაპარეთ, მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ?!", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ მისმა კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტი განიხილა, თუმცა ლევან გოგიჩაიშვილმა პროტესტი განაგრძო, რის შემდეგაც კაკულიასა და მას შორის დაპირისპირება დაიყწო.

"ხელი აუქნიე "ნაციონალურ მოძრაობას". ხელი იქნიე იქ, სადაც გაგსვლია, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა რომან კაკულიას.

ლევან გოგიჩაიშვილს კი, რომან კაკულიამ თავის მხრივ უპასუხა: "რა ხელი ავიქნიე, მოჩვენებები თუ გაქვს, დაწყნარდი. რა ხელის აქნევაზე მელაპარაკები?! შენზე ნაკლები ტონი მაქვს, თუ რა გგონია, ჩხუბი გინდა მაინცდამაინც?! ტონი დავარეგულიროთ, ან ძველი ბიჭი იყავი, ან პარლამენტარი. დააყენე ერთი ადგილი".