მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუნდაძე: თუ შეკრება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, აქ რეგულაციები საჭიროა

ქართული ოცნების მაჟორიტარი, 2020

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ინფქციის გავრცელების მაღალი რისკია.

"საზოგაოდებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა ყველაზე მძიმეა, თუმცა სწორედ ეს არის მაღალი რისკის წარმომადგენელი - მიმოსვლა, მაღალი კონცენტრაცია, მობილობა, სწორედ ეს არის ინფექციის გავრცელების რისკი და პირობა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ საგანგებო სესიაზე, სადაც საგანგებოს დასრულების შემდეგ შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.

რაც შეეხება, პირთა შეკრებას, დეპუტატის თქმით, ეს გარკვეული წესებით შესაძლოა დასაშვებიც გახდეს, თუმცა, თუ შეკრება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, აქ რეგულაციები აუცილებელია.

"საგანგებო მდგომარეობის გარეშე თუ რეგულაციები გვექნება, შესაძლოა გარკვეული წესებით შეკრებები შესძლებელიც კი იყოს, მაგრამ თუ კი შეკრება საფრთხეს უქმნის შეკრებილ, ასევე სხვა პირებს, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა აქ რეგულაციები აუცილებელია", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.