მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი საარჩევნო მოდელის პროექტის სახალხო განხილვა ხვალიდან იწყება

საარჩევნო ყუთი

ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა 4 ივნისს დაიწყება. ფორმატი სატელევიზიო იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ინტერნეტის საშუალებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის წევრებს კითხვები დაუსვან.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

2020 წლის საპარლამენტო არჩვნები 31 ოქტომბერს გაიმართება.