მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კილაძე: ვკითხოთ ადამიანებს, თუ დაარქმევენ წამებას შეცდომას და გაუპატიურებას, გადაცდომას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქართული ოცნების ოფისში 2019

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები არ უნანიათ და ახლა მოქმედი ხელისუფლების გადაცდომებზე საუბრობენ.

"ერთხელ მაინც, რომელიმე მათგანს, რომ გამოეხატა სინანული იმ წარმოუდგენელი საშინელებისთვის, რაც მათ ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას დაატრიალეს თავზე, დარმწუნებული ვარ, ქართული საზოგადოება იმდენად სულგრძელია, რომ რაღაც მომენტში მაინც აპატიებდა მათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მათი მხრიდან გვესმის საუბარი შეცდომებზე და გადაცდომებზე, ცალკეულზე. მოდით, ვკითხოთ, იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, თუ დაარქმევენ წამებას შეცდომას, ან გაუპატიურებას გადაცდომას", - აღნიშნა სოფო კილაძემ.