მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვზანაძე: ფინანსური დახმარებები ბიუჯეტში დანაკლისების შევსების შესაძლებლობას გვაძლევს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 2020

"ჩვენ ვიღებთ ფინანსურ დახმარებებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, დავაბალანსოთ ბიუჯეტში არსებული დანაკლისები და შევადგინოთ დივერსიფიცირებული ანტიკრიზისული პაკეტი",- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეიკვეცება ყველა ის ხარჯი, რომელიც პირდაპირ და ირიბად კრიზისის დაძლევას არ უკავშირდება.

"ის ხარჯებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული მოსახლეობის ჯანდაცვასთან, სოციალურ უზრუნველყოფასთან და სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან. ფინანსური დახმარებები იქნება საკმარისი",- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ხვალ გაცხადდება თუ რა სახის სოციალური პაკეტს ვთავაზობთ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა ან მომავალში პანდემიის შედეგად დაკარგავენ სამუშაო ადგილებს „მთვარობა ხვალ წარადგენს დივერსიფიცირებულ პაკეტს. ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული რისკების გადაზღვევას ამ ადამიანების მიმართ. ასევე საუბარი იქნება იმაზეც თუ ეტაპობრივად, როგორ უნდა გამოვიდეთ შექმნილი კრიზისიდან და გავხსნათ ეკონომიკა“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.