მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა დარსალიამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „The HALO Trust“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ლაშა დარსალიამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „The HALO Trust“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „HALO Trust“-ის რეგიონალურ დირექტორთან, ნიკ სმარტთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და “The HALO Trust”-ს შორის თანამშრომლობის საკითხები.

„HALO Trust“-ის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში გაწეულ საქმიანობაზე და Covid-19-თან ბრძოლის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა პანდემიის ფონზე საერთაშორისო პარტნიორების კიდევ უფრო მეტად ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა “HALO Trust”-ის რეგიონალურ დირექტორს ორგანიზაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებსა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.