მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი: აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 2020

„აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული, ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომელიც კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით ვითარდება და ფერმერების რისკებს მნიშვნელოვანწილად ამცირებს”, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით პროგრესი ყოველწლიურადაა.

„მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გაიზრდება თანადაფინანსებული ფართობები, შესაბამისად საქართველოში 82,000 ჰექტარზე მეტი არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაფინანსებას მოვახდენთ, რისი სადაზღვევო თანხა 600 მლნ ლარს უნდა აღემატებოდეს, ამისთვის ბიუჯეტში 40 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, „აგროდაზღვევის“ პროგრამის დაწყებიდან, 2014 წლიდან, დღემდე გაცემულია 114 000 პოლისზე მეტი. დაზღვეული ფართობი 100 000 ჰექტარს აჭარბებს.