მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი: „ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს სოციალური დახმარების პაკეტები ყოველთვის პასუხობდა გამოწვევებს

მინისტრი 2020

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, სოციალური დახმარების პაკეტები ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ყოველთვის ადეკვატური პასუხი იყო.

„შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანაში ამოქმედდა არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო და, ამავე დროს, ეკონომიკური კონიუქტურა ძალიან დიდ წნეხს ქმნის დასაქმებაზე. ქვეყანაში პრობლემა შეიძლება შეექმნათ როგორც რეგულარულად დასაქმებულებს, ისე თვითდასაქმებულებს. განსაკუთრებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია. „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, სოციალური დახმარების პაკეტები ყოველთვის იყო ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონს უკავშირდებოდა. როდესაც ჩვენ გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია და ანალიზის საშუალება, ჩვენ დასაქმებასთან დაკავშირებულ გამოწვევაზეც გვექნება ადეკვატური პასუხი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.