მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ უნდა შეექმნას

სოფლის მეურნეობის მინისტრი 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყანაში მარაგები არის საკმარისი, ქარხნები შეუფერხებლად მუშაობს და მიწოდებაშიც არანაირი შეფერხება არ ფიქსირდება.

"არსებულ ვითარებაში ყველა მწარმოებელს რთულ პირობებში უწევს მუშაობა. საგანგებო სიტუაციაში მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორი იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ,  ერთი მხრივ, მეწარმეებს და მომწოდებლებს არ შეექმნათ პრობლემა და, მეორე მხრივ, მოსახლეობის ინტერესი  იყოს დაცული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.