მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერას გააგრძელებს

სოფლის მეურნეობა

„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს“,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, თელავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა კახეთის რეგიონისთვის მეღვინეობის დარგის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„კახეთისთვის მეღვინეობის დარგი უმნიშვნელოვანესია. დარგში მიღწეული შედეგები სახეზეა. ჩვენი ამოცანაა, რომ მიღწეული პროგრესი შევინარჩუნოთ, რისთვისაც სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს გამოყოფს. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის აუცილებელი მასშტაბური ღონისძიებების გაგრძელება.

ამისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს დახარჯავს. ეს რესურსი მიმართული მიზნობრივად და ეფექტურად. შედეგად, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-ით გაიზრდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2021-2024 წლებში საზღვარგარეთ ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება. ამასთან ერთად, საქართველო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 60-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას, საქართველოში კი ქართული ღვინის 20-ზე მეტი ფესტივალი ჩატარდება.