მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი: შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზრდება

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრიფინგი 2020

„შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრდება“,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს “ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაცაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, სახელმწიფო ფერმერებს, თანადაფინანსებების სახით, სეტყვის საწინააღმდეგო ინდივიდუალური სისტემების დამონტაჟებაში დაეხმარება.

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის დაგეგმილ ცალკეულ პროექტებზეც ისაუბრა.

„ჩვენ გვესმის, რომ საგრანტო დახმარება კონკრეტულ მიმართულებებს სჭირდება. ეს არის აღებული მოსავლის დაბინავება, იაფი ფულადი რესურსები თუ ტექნიკური შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი საინვესტიციო რესურსი. უკვე დავიწყეთ მოსავლის ამღები ტექნიკის საგრანტო დაფინანსება, რის შედეგადაც ქვეყანაში კომბაინების პარკი გაიზარდა და ის დეფიციტი, რომელიც გვქონდა, აღარ არის.

მომავალ წლებში, საჭიროა გაგრძელდეს თანადაფინანსება ამ მიმართულებით. ჩვენ, დარწმუნებული ვართ, რომ მრავალი ფერმერი ისარგებლებს ამ პროგრამით და ეს არ ეხება მხოლოდ მარცვლეული კულტურების ამღებ კომბაინების თანადაფინანსებას, არამედ ყველა იმ ტექნიკის, რომელიც საჭიროა მოსავლის დაბინავებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.