მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ნიკოლეიშვილი: ორპირობის მამამთავარი თვითონ გაქცეული მიშაა, საქართველოს ყველა ქართველის დაბრუნებას ჰპირდება, უკრაინელებს კი პირიქით ეუბნება უკრაინელები არ შემოუშვათო

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი

"ორპირობის მამამთავარი თვითონ გაქცეული მიშაა, საქართველოს ყველა ქართველის დაბრუნებას ჰპირდება, უკრაინელებს კი პირიქით ეუბნება უკრაინელები არ შემოუშვათო", - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი აღნიშნავს რომ, მიხეილ სააკაშვილი ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, ფიქრით კი რა იხარშება მის თავში ვინ იცის.

"დღეს რომ ხელისუფლებას ქმედებას დაუწუნებ და სააკაშვილი ჩამოვიყვანოთ, კრიზისების მენჯერიაო რომ იტყვი, ზნედაცემული ხარ აბა რა-ეს. ისე რბილად, რომ ვთქვა, მაგრამ ზნედაცემულობის და ორპირობის მამათავარი თვითონ გაქცეული მიშაა, საქართველოს ყველა ქართველის დაბრუნებას ჰპირდება, უკრაინელებს კი პირიქით ეუბნება უკრაინელები არ შემოუშვათო... ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, ფიქრით კი რა იხარშება მის თავში ვინ იცის.. სავარაუდოდ კარგი და ზნეობრივი არაფერი", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მთავრობას კორონავირუსის პანდემასთან დაკავშირებით, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.